LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეპილეფსიურ შეტევებს ვერ უჩერებენ, სასწრაფოდ გადასაყვანია, დაგვეხმარეთ“ – პატარა ნიკოლასს საზოგადოების დახმარება სჭირდება

170

პატარა ნიკოლასს, რომელსაც თავის ტვინის უხეში დაზიანებები აქვს, სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში მკურნალობა, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

„მეგობრებო, ეს ჩემი ნიკოლიკოა, ჩათვალეთ ჩემი მეორე შვილი.

თქვენი დახმარება გვჭირდება… ჩვენ ნიკოლასს თავის ტვინის უხეში დაზიანებები აქვს, დიდი ნაწილი არის ატროფირებული, ეპილეფსია ვესტის სინდრომი, ცერებრალური დამბლა(სავარაუდოდ) ,განვითარების ეტაპების დაყოვნება.

ეს საქართველოს დიაგნოზია, რომელსაც თურქეთი არ ეთანხმება და თვლის რომ კვლევები არაა სრულყოფილი, არ ეთანხმება დიაგნოზს და მიიჩნევს რომ არასწორად მკურნალობენ ბავშვს და ამან შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა.

გვეწვინა კლინიკაში, მაგრამ იმაზე მძიმე მდგომარეობაში და იმაზე ხშირი შეტევებით გამოვიყვანეთ ვიდრე მანამდე, არ ექვემდებარება საქართველოში მკურნალობას და ბავშვის მდგომარეობა უფრო უარესდება, ყოველი შეტევა მდგომარეობას აუარესებს…

ეპილეფსიურ შეტევებს ვერ უჩერებენ და არის სასწრაფოდ გადასაყვანი… მხოლოდ ანალიზების პირველ ეტაპზე 7000-8000$ გვითხრეს და თუ სტაციონარი დაჭირდა თანხა უფრო მეტი იქნება საჭირო…. ვისაც შეგიძლიათ დაგვეხმარეთ რითაც და როგორც შეძლებთ 🙏🏻 თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია 🙏🏻

#GE24BG0000000909921100 საქ ბანკი

#GE57TB7741645064300055 თბს

მიმღები : ქეთევან გამეზარდაშვილი“

მეგობრებო,მოკლედ ეს ჩემი ნიკოლიკოა,ჩათვალეთ ჩემი მეორე შვილი.თქვენი დახმარება გვჭირდება..ჩვენ ნიკოლასს თავის ტვინის…

Posted by Gulbani Mariami on ოთხშაბათი, 25 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები