LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი: „არ მგონია, რომ ვინმე ირაკლი კობახიძეს სერიოზულად უსმენდა – საერთაშორისო გაგებით „უცხო სხეულად“ იქცა, მისი გამოსვლა დაემსგავსა ოდიოზური მოღვაწეების გამოსვლას“

165
გია ხუხაშვილი და ირაკლი კობახიძე

„არ მგონია, რომ ვინმე ირაკლი კობახიძეს სერიოზულად უსმენდა – საერთაშორისო გაგებით „უცხო სხეულად“ იქცა. მისი გამოსვლა დაემსგავსა ოდიოზური მოღვაწეების გამოსვლას“, – ამ განცხადებით პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი  პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლას აფასებს.

პოლიტოლოგის მოსაზრებით, შეერთებული შტატების მიწაზე ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა ირაკლი კობახიძის იგნორირებას ახდენს.

„ვფიქრობ, შეფასებას აზრი დაკარგული აქვს. რა მნიშვნელობა აქვს? მხოლოდ სიტყვებია, რასაც გაეროს ტრიბუნიდან საუბრობდა, არ მგონია, რომ ვინმე მას იქ სერიოზულად უსმენდა. მისი გამოსვლა იყო ქართულ საზოგადოებისკენ მიმართული, გარკვეული შელამაზებებით, აგრესია არ იგრძნობოდა, რასაც აქ ვისმენთ ხოლმე ტრიბუნიდან.

მაია ბითაძე: „პრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლა ზუსტად ასახავს ჭეშმარიტად ეროვნულ ინტერესებს – ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოსაც აქვს საკუთარი სტრატეგიული მიზნები, რაც ღირსეულ და მშვიდობიან პოლიტიკაზე გადის“

ფაქტია, რომ საერთაშორისო გაგებით „უცხო სხეულად“ იქცა. მისი გამოსვლა დაემსგავსა ოდიოზური მოღვაწეების გამოსვლას, როგორებიც არიან ყველაზე ცუდ პერიოდში სხვადასხვა დიქტატორები, ავტორიტარები. ჯერ კიდევ ხრუშჩოვიდან დაწყებული.

შოკისმომგვრელია, რომ საქართველოს ხელისუფალი ასეთი სტატუსით მოგვევლინა შეერთებული შტატების მიწაზე, სადაც ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა იგნორირებას ახდენს. თავს შევიკავებდი შეფასებებისგან, არ მგონია, აზრი ჰქონდეს“, – აღნიშნა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გია ხუხაშვილმა.

ირაკლი კობახიძე: „გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, ნაყოფიერი დისკუსია მქონდა გაეროს გენერალურ მდივანთან“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში აფასებს გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში შედგა. დავით ბაქრაძე: „პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს ლიდერებს გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სხვა მრავალი მიმართულებით“ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მასსა და ანტონიო გუტიერეშს შორის ნაყოფიერი დისკუსია გაიმართა: „გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის […]

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მას სჯერა, საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა. ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მიიღო რიგი რთული გადაწყვეტილებები და გამოწვევებს არ შეუშინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები