LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლობალური ინოვაციების ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა და მსოფლიოს გამორჩეულ იმ 14 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელიც ინოვაციურ განვითარების ახალ სიმაღლეებზე აღზევდა

122
გლობალური ინოვაციების ინდექსი 2024

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების ინდექსი 2024 გამოაქვეყნა. კვლევა მსოფლიოს 133 ქვეყანაში ინოვაციური განვითარების მახასიათებლებს ეძღვნება.

საქართველო მსოფლიო რეიტინგში 8 ადგილით დაწინაურდა, საუკეთესო 60 ქვეყანას შორის 57-ე პოზიციაზე გავიდა და მსოფლიოს იმ 14 გამორჩეულ ქვეყანას შორის დასახელდა, რომელიც გამოცემის თანახმად, ინოვაციური განვითარების ახალ სიმაღლეებზე აღზევდა. საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულშია, თურქეთის გარდა ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება და ერთპიროვნულად ლიდერობს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორისაც. საქართველომ გამორჩეულად მაღალი შეფასებები მიიღო ისეთი მიმართულებებით როგორიცაა, „მთავრობის ეფექტიანობა“, „ბიზნეს გარემო“, „სამეწარმეო პოლიტიკა და კულტურა“, „შრომის პროდუქტიულობა“.

„მთავრობის ეფექტიანობით“, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის მოხვდა და 39-ე ადგილზე გამწესდა. „მთავრობის ეფექტიანობის“ შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 79,1% დაიმსახურა, უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება: იტალია, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა და ა.შ.

მთავრობის ეფექტიანობის ინდიკატორი მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს ეფუძნება და ოფიციალური განმარტების მიხედვით ასახავს „საჯარო სერვისების ხარისხს, საჯარო სამსახურის ხარისხსა და პოლიტიკური ზეწოლისგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხს, პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელების ხარისხს და მთავრობის ერთგულების სანდოობას ასეთი პოლიტიკის მიმართ.“

განსაკუთრებულად მაღალი შეფასება მიიღო საქართველომ „ბიზნეს გარემოს“ გლობალურ რეიტინგში. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 86,1% დაიმსახურა და მსოფლიოში 8-ე ადგილზე გავიდა. „ბიზნეს გარემოს“ მიხედვით საქართველო დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას უსწრებს და ევროპის საუკეთესო სამეულშია დანიასთან და შვეიცარიასთან ერთად.

საქართველოსათვის კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა სამეწარმეო პოლიტიკის და კულტურის ინდიკატორი, სადაც საქართველო მსოფლიოში 2-ე ადგილზე გავიდა და ევროპაში ერთპიროვნულად ლიდერობს.

ყველაზე დიდ წარმატებას კი ქვეყანამ „შრომის პროდუქტიულობის“ ინდიკატორში მიაღწია. შრომის პროდუქტიულობის გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g