LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ მინდოდა მომეყოლა თქვენთვის როგორი იყო ილიას დაბადების დღე! 9 თვე მუცლად ყოფნის პერიოდი იყო უტკბილესი, ყველაზე გამოძინებული და კომფორტული დრო“ – რას წერს ქეთი ხატიაშვილი

581
ქეთი ხატიაშვილი

ქეთი ხატიაშვილი სოციალურ ქსელში შვილის, პატარა ილიას დაბადების დღის შესახებ წერს.

როგორც ქეთი აღნიშნავს, 9 თვე მუცლად ყოფნის პერიოდი იყო უტკბილესი, ყველაზე გამოძინებული და კომფორტული დრო მისთვის.

„სულ მინდოდა მომეყოლა თქვენთვის როგორი იყო ილიას დაბადების დღე!

ორსულობისას სულ აქტიური ვიყავი, მაგრამ 10 მარტის შემდეგ კიდევ ცოტა უფრო გავაქტიურდი, რადგან თუ 3-4 დღეში არ გაჩნდებოდა დაინიშნებოდა ხელოვნური მშობიარობა (სწორად როგორ ეძახიან არ ვიცი)

მოკლედ 12 მარტი ჩემი დის დაბადების დღეა და ძალიან მინდოდა ილიაც ამ დღეს დაბადებულიყო. დილა დავიწყე @worldclassgeorgia-ში ვარჯიშით.

შემდეგ წავედი სამსახურში და იქ უკვე მე ვავარჯიშე ბავშვები.

შემდეგ 21:00 ზე ანასტასიას მივაკითხე ცეკვაზე #tela-ში, დავტოვე სახლში და წავედი @8000vintages-ში ჩემს დასთან მისალოცად. კარგად მოვწრუპეთ გოგონებმა და დავიშალეთ სახლებში.

სახლში მაკიაჟი მოვიშორე, ვაპირებდი დაწოლას და სადღაც 00:00 ზე დამეწყო. პირველი ის ვიფიქრე, ახლა ღვინო რომ მაქვს დალეული როგორ ვთქვა გაგუაში რომ მივალ თქო. მთელი 9 თვე ჯანსაღ კვებაზე, ვარჯიშებზე და კარგ ჩვევებზე ვლაპარაკობდი. მოკლედ, ძალიან კარგ ხასიათზე მივედი @gagua_clinic-ში და 13 მარტს დილის 8:00 ზე გაჩნდა ილია. 9 თვე მუცლად ყოფნის პერიოდი იყო უტკბილესი, ყველაზე გამოძინებული და კომფორტული დრო,“ – წერს ქეთი და ფოტოებს გვიზიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g