ჰოლივუდში ახალ ვარსკვლავურ წყვილზე ალაპარაკდნენ. მედიაში კაილი მინოუგისა და ლენი კრავიცის რომანზე აქტიურად იწერება. აღნიშნული ინფორმაცია მაშ შემდეგ გაჟღერდა, რაც ინტერნეტსივრცეში მუსიკოსების ვიდეო გავრცელდა. კადრებში 56 წლის კაილი 60 წლის ლენისთან შესახვედრად მირბის და მას მხურვალედ ეხუტება.
მოგვიანებით კაილიმ ვიდეო „ინსტაგრამზე“ გაავრცელა წარწერით, „მიყვარხარ მიყვარხარ“.
„ამ ვიდეოთი ყველაფერი ცხადია. მათ მთელი დღე ერთად გაატარეს, არტისტებს შორის თვალსაჩინო ქიმია იყო. ახლა ორივე თავისუფალია, ასე რომ, რატომაც არა?“, – წერს ინსაიდერი.
კაილი მინოუგმა ახალი ალბომი და ტურნე დააანონსა
„უკვე 9 წელია არანაირი ურთიერთობა არ მქონია“ – ლენი კრავიცის გულახდილი ინტერვიუ