LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია ივანიშვილს: „მოვუწოდებთ, ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით სამ კითხვაზე გასცეს პასუხი“

175
გიორგი გახარია

„ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის დაჟინებით ითხოვს, გაურკვეველია ვისთვის და, ამავე დროს, ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას მომავალში, არჩევნების შემდგომ შესაძლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, სინამდვილეში არაფერს გვიხსნის და არაფერს გვეუბნება რა გეგმა აქვს, იქნებ ვეთანხმებით, იქნებ მივყვებით?“, – ამის შესახებ პარტია „გახარია -საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი – „ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის საკითხი ის საკვანძო თემაა, რომელმაც აგენტურა გავეშებული გამოდევნა უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ბუნაგებიდან, მათი რეაქცია ადასტურებს, რომ დავალებული აქვთ ერთადერთი რამ – საქართველო იყოს მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში“

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მოქალაქეებს სამ კითხვაზე გასცეს პასუხი:

„ჩვენთვის გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილს დებატების ეშინია და გაურბის, თუმცა მოვუწოდებთ, საქართველოს მოქალაქეებს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით მაინც სცეს პატივი და განუმარტოს და მათ მაინც გასცეს პასუხი შემდეგ სამ კითხვაზე:

1 – რა ფორმით და რა პირობით ფიქრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაშინ, როცა არც რუსეთის ფედერაცია და არც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმების პოზიცია არ შეცვლილა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკან გაწვევის და საოკუპაციო ჯარების საქართველოს ტერიტორიებიდან გაყვანის შესახებ.

2 – რა ტიპის სახელმწიფო მოწყობისთვის და რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას.

3 – დასავლეთთან დაპირისპირება და როგორც შედეგი – საქართველოს იზოლაციის – ასევე, დღევანდელი ხელისუფლების შეცვლილი პოზიციის და ომის დაწყების საკუთარ ქვეყანაზე დაბრალების პირობებში, ემუქრება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და როგორ აპირებს ივანიშვილი არაღიარების პოლიტიკის დაცვა?

მხოლოდ ამ კითხვებზე საჯარო პასუხის გაცემის შემთხვევაში შეუძლია მას და აქვს მორალური უფლება, საერთოდ ისაუბროს მშვიდობაზე და ქვეყნის გამთლიანებაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მსგავსი საუბრები წინასაარჩევნოდ, შეფასებული იქნება, როგორც მორიგი ტყუილის მცდელობა და რაც ყველაზე დიდი საფრთხეა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის საბოლოოდ განადგურება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას და ივანიშვილს პერსონალურად, მსგავსი საკითხები არ უნდა წყდებოდეს კულუარულად, არ უნდა წყდებოდეს ბნელ ოთახებში გაურკვეველი ადამიანების მონაწილეობით.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვიმსახურებთ, თუ ვინმე გეგმავს, დავუშვათ, კარგ საქმეს, საქმის კურსში მაინც ჩაგვაყენეთ, იქნებ გემხრობით, რადგან თითოეული ჩვენგანისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ჩვენი შვილების მომავლის საკითხია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.

ბიძინა ივანიშვილი – „როდესაც ქალაქ გორში, ჩემს გამოსვლაში შერიგებისა და ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები