თბილისში, რამდენიმე ღამის კლუბში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, სპეცოპერაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვას უკავშირდება.
დაკავებულია 10-ზე მეტი პირი.
სპეცოპერაცია შარდენის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე ღამის კლუბში მიმდინარეობს.