„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ს ჩემპიონის ტიტულის მფლობელ მერაბ დვალიშვილს შეხვდა“ – ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და ქვეყნისთვის მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
ინფორმაციის თანახმად, UFC-ს ჩემპიონმა ირაკლი კობახიძეს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
რას წერს და რა კადრებს გვიზიარებს ქართველი ქალი მებრძოლი, ლიანა ჯოჯუა მერაბ დვალიშვილზე
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი UFC-ის ქართველი ჩემპიონია