LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

992
მიხეილ ცაგარელი

გუშინდელი მძიმე დღის შემდეგ, დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული იქნება.

არ ღირს გარშემომყოფებთან კამათი და საკუთარი სიმართლის მტკიცება.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია ჭორების და ინტრიგების, დასმენისა და დაბეზღების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, მუსიკალური და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ვაჭრობა და კომერცია, ავტომობილის ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კბილების და სისხლძარღვების სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ზედმეტის სითხის და ალერგიის გამომწვევი პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ტოპაზი, ციტრინი, ჟადეიტი, ნეფრიტი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები