LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: „ძნელი სათქმელია, მოსკოვი იძლევა განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსებს ასიამოვნოს“

138
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა The Kyiv Independent-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყნის საგარეო კურსზე ისაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – „შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ ახლა თბილისში მოსკოვი გასცემს განკარგულებებს“ – სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

„ძნელი სათქმელია ისინი იძლევიან განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსების სიამოვნებას, მაგრამ ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა.

ეს ისაა, რასაც გარედან ვერ გაიგებ. მთავარი ეს პარალელი, ეს მსგავსებაა, რომელიც ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის მმართველი პარტია და რომელიც დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე დაძლეული იქნება, რადგან ეს ის არაა, რაც ქართველ ხალხს, რომელსაც ორი ოკუპირებული ტერიტორია აქვს, შეიძლება თავისი მომავლისთვის უნდოდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.

სალომე ზურაბიშვილი: „ეს არჩევნები დე ფაქტო რეფერენდუმია – დიახ ევროპას, ან ოდნავ გაურკვეველ წარსულში დაბრუნებას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g