LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი გაიმართა

128
ბიზნესფორუმი

თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი პერტაიამ გახსნა.

„საქართველო წარმატებული რეფორმებისა და სწრაფი განვითარების სიმბოლოდ იქცა. ქვეყანამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ეკონომიკური თავისუფლების, ბაზრებზე წვდომისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.  

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა ვაჭრობის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმის, ტრანსპორტის, IT ტექნოლოგიების, მედიცინის, მშენებლობის და სხვა სექტორებიდან.

ღონისძიებას 70-მდე საუდელი ბიზნესმენი დაესწრო, რომლებიც საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარესთან ჰასან ალ ჰუვაიზისთან ერთად ჩამოვიდნენ.  

ბიზნესფორუმის შემდეგ B2B შეხვედრები გაიმართა.

ბიზნესფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს Medical Bridge-ს, Polymer Solution-სა და Gulf Pharma-ს შორის. კომპანიების თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ორმოცდაათ მილიონზე მეტი ევროს ინვესტიცია განხორციელდება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g