გორი-რუისის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა, შემთხვევის შედეგად კი ერთი მგზავრი გარდაიცვალა. არსებული ცნობითვე, მსუბუქად დაშავდა 4 ადამიანი.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.