LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ დედაზე მეფიქრება… განსაკუთრებით ახლა, როცა ზღაპრული ამბები ხდება ჩემს ცხოვრებაში… სადღაც გულის სიღრმეში მჯერა, რომ მისი ლოცვა შემეწია“ – მარიამ შარმანაშვილი პასუხობს კითხვებს, გეგმავს თუ არა ჯვრისწერას კარლო პონტისთან და სად აპირებს წყვილი ცხოვრებას

985
კარლო პონტი მარიამ შარმანაშვილი

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის სოფი ლორენის ქართველი სარძლო „ინსტაგრამ“ გამომწერების კითხვებს პასუხობს, რომელთა უმეტესობაც მისი და კარლო პონტის ნიშნობას უკავშირდება.

გამომწერები დაინტერესდნენ თუ სად გეგმავს წყვილი დაოჯახების შემდეგ ცხოვრებას, ასევე რაზე კამათობს წყვილი და როგორი გრძნობაა, როდესაც სოფი ლორენი შენი დედამთილია.

აღნიშნულ კითხვებს მარიამმა „ინსტაგრამის“ მეშვეობით უპასუხა.

„ისე სულ დედაზე მეფიქრება განსაკუთრებით ახლა, როცა დაუჯერებლად ზღაპრული ამბები ხდება ჩემს ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ ყველაზე მეტად მას გაუხარდებოდა ჩემი ბედნიერება… და სადღაც გულის სიღრმეში მჯერა რომ მისი ლოცვა შემეწია და სწორედ ამიტომ შევძელი უამრავი სირთულის მიუხედავად ფეხზე ისევ მყარად დადგომა..“, – წერს მარიამ შარმანაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g