ავსტრიული კომპანია Starbag დაამზადებს მუსიკალურ ასფალტს და პროექტის შესასრულებლად 212 მილიონი ევროა გამოყოფილი. საინტერესო სიახლე მაგისტრალ R67-ს შეეხება და გზის ნაწილს თავიდან გააკეთებენ, ნაწილს კი უბრალოდ გააფართოებენ. მუსიკალური გზის მოქმედების პრინციპი საკმაოდ მარტივია, კონკრეტულ უბნებში დამონტაჟდება სპეციალური მოწყობილობა და ავტომობილის შეხებისას გზა „ამღერდება“. რეპერტუარი ჯერ-ჯერობით შერჩეული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ გზა ძირითადად უნგრულ მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ პირველი ასეთი გზა სამხრეთ კორეაში გააკეთეს და მისი მიზანი არამხოლოდ გართობა, არამედ მოდუნებული მძღოლების გამოფხიზლებაცაა.