LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვარლამ ლიპარტელიანი მეოთხე შვილის მამა გახდა

2445
Untitled design

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი მეოთხე შვილის მამა გახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მან სოციალურ ქსელში ფოტო გაგვიზიარა.

„მიყვარხარ და მეამაყები…მადლობა ღმერთს რომ შენი თავი მაჩუქა…უფალმა ჯანმრთელი და სასახელო გაუზარდოს ოჯახს და ქვეყანას“, – წერს ვარლამ ლიპარტელიანი.

ფოტომ უამრავი მოწონება, ვარლამმა და გიული ჭკუასელმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს. უსაყვარლეს ალექსანდრეს ჯანმრთელობა და ბედნიერი მომავალი უსურვეს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე ვარლამ ლიპარტელიანი გადაცემის „გვიანი დილა“ სტუმარი იყო, სადაც მეუღლესა და მშობიარობის მოლოდინზე ისაუბრა.

„უმნიშვნელოვანესია ოჯახი ყველასთვის. ვცდილობ, წვლილი შევიტანო ბავშვების განვითარებაში, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, მეტი დრო დავუთმო მათ. ამ ყველაფერს ძირითადად ჩემი მეუღლე აკეთებს და ვიტყოდი, ეს გმირობის ტოლფასია. სპორტიდან გამომდინარე ძირითადად შეკრებებზე მიწევს ყოფნა და მთელი დატვირთვა ჩემს მეუღლეზე მოდის. ჩვენს ქვეყანას სიმრავლე ძალიან სჭირდება. ამაზე მაგარი არაფერი არ არის“, – ამბობდა ვარლამ ლიპარტელიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g