LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლის დაქალები“ სეზონს ხურავს

45

კვირას, 2 ივლისს, ელიაბას ვაზრობაზე მომხდარი ხანრძის გამო, „კურიერი პ.ს.“ საგანგებო რეჟიმში მუშაობდა, შესაბამისად, „ჩემი ცოლის დაქალების“ მორიგი სერიის ეთერში გაშვება ვერ მოხერხდა. გასაკვირია, მაგრამ სერიალის თაყვანისმცემლებმა „ჩცდ“-ს გვერდზე „ფეისბუქზე“ ნამდვილი შეტევა მოაწყვეს, რატომ არ გაუშვით ახალი სერია ეთერშიო.

ახლახან „ჩემი ცოლის დაქალების“ ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გამოჩნდა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სერია, რომელიც ეთერში ვერ მოხვდა, ამ პარასკევს, 7 ივლისს იქნება ნაჩვენები, შაბათ-კვირას სერიები ჩვეულებრივად გავა და ორშაბათს მაყურებელი მეთერთმეტე სეზონის ფინალს იხილავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული:

„მეგობრებო! კარგი ამბავი გვაქვს! 😁

ამ კვირის ბოლოს ჩემი ცოლის დაქალების ყველაზე გრძელი უიქენდი გელოდებათ.

მე-11 სეზონის ფინალური სერიები ეთერში გავა პარასკევს, შაბათს, კვირას და ორშაბათს! 😍

პარასკევს, შაბათს და კვირას, ჩვეულებრივად 23:00 საათზე.

ორშაბათს კი 22:00 საათზე გრანდიოზულად დავხურავთ მე-11 სეზონს.

შესაბამისად, პარასკევიდან ყველას გელოდებით ეკრანებთან ჩცდ-ს ოთხდღიან მარათონზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები