LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „5 წლის ასაკიდან ჩემთან ცეკვავდა, ველოდებოდი, რეპეტიციაზე უნდა მოსულიყო და 15 წუთით ადრე ეს მოხდა… ჩემი მაგარი მოცეკვავე კაცი“ – ცეკვის პედაგოგი 11 წლის ლაზარეზე, რომელიც თბილისში ტრაგიკულად დაიღუპა

680

7 ოქტომბერს, თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი 11 წლის მოზარდი ლაზარე მერაბიშვილია.

თბილისში უბედურ შემთხვევას 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, ლაზარე ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც დაღმართზე ამოტრიალდა და გარდაიცვალა.

ლაზარე ცეკვის სტუდიის „პატარა გორდას“ მოცეკვავე იყო. სტუდია ლაზარეს გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმიანება და მის ფოტოებს აქვეყნებს:

„გული გაჩერდა, სული შეიძრა. ჩემი მაგარი მოცეკვავე კაცი. გელოდებოდი ტრადიციულად რეპეტიციაზე და არ მოხვედი“, – წერს „პატარა გორდა“.

გული გაჩერდა, სული შეიძრა💔💔💔🥺🥺🥺ჩემი მაგარი მოცეკვავე კაცი…💔💔💔 გელოდებოდი ტრადიციულად რეპეტიციაზე და არ მოხვედი😭😭😭

Posted by პატარა გორდა • Patara Gorda on ორშაბათი, 07 ოქტომბერი, 2024

ლაზარე მერაბიშვილის შესახებ „ფორტუნასთან“ საუბრობს „პატარა გორდას“ ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მიგრიაული და აღნიშნავს, რომ ლაზარე სტუდიაში 5 წლის ასაკიდან დადიოდა:

„5 წლის ასაკიდან ჩემს სტუდიაში ცეკვავდა. ველოდებოდი, 19:00 საათზე რეპეტიციაზე უნდა მოსულიყო და 15 წუთით ადრე ეს შემთხვევა მოხდა“, – ამბობს ნიკოლოზ მიგრიაული „ფორტუნასთან“ და ლაზარეს ცეკვის ვიდეოს გვიზიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები