ბორჯომში 10 წლის მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. არსებული ცნობითვე, მოზარდს ბეჭის არეში მცირე დაჟეჟილობა აღენიშნება.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.