LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის ელჩი საქართველოში: „თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე – ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, ჩვენზე არა“

127
პიტერ ფიშერი

„თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე – ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, ჩვენზე არა“, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ერნსტ პიტერ ფიშერმა გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველების გადასაწყვეტია, როგორი მმართველობა და რომელი ქვეყნების გაერთიანებებთან მიკუთვნება სურთ. როგორც ელჩმა აღნიშნა, ყველაფერი ქართველების გადასაწყვეტია და ევროკავშირის კარი ღიაა.

„ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს საქართველოში საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს მთავრობამ წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან“ – პაველ ჰერჩინსკი

„ევროკავშირი ჩვენი მშვიდობიანი ერთობის საფუძველი იყო. დღეს ჩვენ ყველა მეზობელთან მეგობრულად თანავცხოვრობთ, რაც ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით წარმოუდგენელი მიღწევაა. ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი. ეს არის ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი.

ქართველებს კი გეტყვით: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ, როგორი მმართველობა გსურთ და რომელი ქვეყნების გაერთიანებებთან მიკუთვნება გსურთ. ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე არა.ევროკავშირის კარი ღიაა.

როგორც მეგობარმა მსურს გითხრათ და მე მჯერა, რომ ბევრი თქვენგანი დამემოწმება, რომ მე ყოველთვის ვმოქმედებ როგორც მეგობარი: თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30 წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე. თქვენი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ელჩმა, რომლის კომენტარსაც გერმანიის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, „გამჭვირვალობისა“ და „ოჯახურ ღირებულებათა“ კანონის გაწვევა, სააკაშვილის გათავისუფლება“ – კიდევ რა მოთხოვნებია 14 ევროდეპუტატის რეზოლუციის პროექტში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g