LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს იყო მართლა მეხის გავარდნა, პირველივე დანახვაზე მომნუსხა“ – რა ულტიმატუმი წაუყენა ირმა სოხაძეს მომავალმა მეუღლემ

880
2024-10-09_23-49-43_150322

ირმა სოხაძე გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარია, რომლის ეთერშიც მეუღლის გაცნობისა და შეყვარების ისტორიას იხსენებს.

მომღერლის თქმით, რეზო პირველივე დანახვაზე მოეწონა, თუმცა თავიდან არ იმჩნევდა.

„ეს იყო მართლა მეხის გავარდნა. ძალიან ბევრი და კარგი თაყვანისმცემელი მყავდა. არავის ერიდებოდა, გამოხატავდნენ სიყვარულს. მე არაფრის გაგონება არ მინდოდა, ტვინში მქონდა ჩადებული, რომ უნდა მესწავლა. 8-9 კლასამდე არავინ მომწონებია. რეზოს გაცნობა მოხდა „გეპეიში“. რომ შევედი, დავინახე კვარტეტი „თბილისი“ და რეზო იდგა ნაპირზე, მოკლე პალტო ეცვა და პირველივე დანახვაზე მომნუსხა. დავჯექი, ვუყურე, მოვუსმინე და შემდეგ გავიცანი. არ ვიმჩნევდი რომ მომეწონა, ერთი წლის თავზე ის სიყვარულში გამომიტყდა. 19 წლის ასაკში გავყევი ცოლად…რეზო ეჭვიანი იყო და კონცერტებში გამოსვლაზე უარს ვამბობდი“, – ამბობს ირმა სოხაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g