LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სამი საათის განმავლობაში გარეთ თითქოს ინგრეოდა ყველაფერი, ასეთი შეგრძნება იყო… “ – რა ვითარებაა აშშ-ის ფლორიდის შტატში, რომელსაც ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს, რას წერს ამერიკაში მცხოვრები თაზო კუპ­რე­იშ­ვი­ლი

240
ქარიშხალი მილტონი

ქარიშხალმა „მილტონმა“ ფლორიდას მიაღწია სენტ ლუსიეში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა უცნობია.

ორ მილიონზე მეტი შენობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ფლორიდის გუბერნატორის, რონ დესანტისის თქმით, დაახლოებით 125 საცხოვრებელი სახლი არის განადგურებული.

ქარიშხალი „მილტონი“ პირველ კატეგორიამდე ჩამოვიდა, თუმცა ჯერ კიდევ გამანადგურებელ ქარიშხლად მიიჩნევენ.

როგორც ცნობილი იყო, სინოპტიკოსებმა „მილტონს“ მაქსიმალური, მეხუთე კატეგორია მიანიჭეს.

On Wednesday, Hurricane Milton made landfall near Siesta Key, Florida, as a dangerous Category 3 storm before weakening to a Category 2. Videos show tornadoes sweeping through land and rapidly rising waters. https://cnn.it/4ezuPWz

Posted by CNN on ოთხშაბათი, 09 ოქტომბერი, 2024

„სამი საათის განმავლობაში გარეთ თითქოს ინგრეოდა ყველაფერი, ასეთი შეგრძნება იყო. ახლაც გადაუღებლად წვიმს, თუმცა ქარი შესუსტდა და წვიმამაც იკლო. ალბათ, დილამდე ყველაფერი მორჩება“ – ამის შესახებ ფლო­რი­დის ქა­ლაქ ტამ­პა­ში მცხოვრები ქარ­თვე­ლი თაზო კუპ­რე­იშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში წერს და აღ­წერს არსებულ ვი­თა­რე­ბას ფლორიდაში, რომელიც ქარიშხალ „მილტონის“ შედეგებს ებრძვის.

კუპრეიშვილი თავის გამომწერებს მთელი ღამის განმავლობაში ქრონოლოგიურად უზიარებდა ინფორმაციას ადგილზე არსებული ვითარების შესახებ.

ბოლო ცნობაში კი კუპრეიშვილი გვიყვება, რომ დასუსტებული ქარიშხალი „მილტონი“ უკვე მეორე კატეგორიის სიმძლავრის ქარიშხლის სტატუსით ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიდის.

„ტამპაში ახლა 00:20 საათია. 4 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ქარიშხალი ფლორიდის დასავლეთ სანაპიროს მოადგა. სამი საათის განმავლობაში გარეთ თითქოს ინგრეოდა ყველაფერი, ასეთი შეგრძნება იყო. ახლაც გადაუღებლად წვიმს, თუმცა ქარი შესუსტდა და წვიმამაც იკლო. ალბათ, დილამდე ყველაფერი მორჩება.
დასუსტებული მილტონი მეორე კატეგორიის სიმძლავრის ქარიშხლის სტატუსით ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიდის.
ტამპასა და მიმდებარე ქალაქებში უშუქოდაა დარჩენილი 1.6 მილიონზე მეტი ადამიანი. საბედნიეროდ, ჩვენთან შუქი არ ჩამქრალა. შეიძლება ითქვას, ჩვენთვის ყველაფერმა
მშვიდად და უმტკივნეულოდ ჩაიარა.
თუ როგორ დააზიანა ქარიშხალმა რეგიონი, დილას გვეცოდინება.
უკვე ისე მიწყნარდა, რომ მშვიდად დაძინება შეიძლება.
მადლობა ყველას ყურადღებისა და ემოციური მხარდაჭერისთვის“ – წერს კუპრეიშვილი და თავის გამომწერებს ვიდეოს უზიარებს.

ქარიშხალი უკვე ფლორიდის სანაპიროებთანაა, ეპიცენტრმა ცოტა სამხრეთით ჩაგვიარა, ჩვენგან, დაახლოებით, 100 კილომეტრში. ძალიან ძლიერი ქარია გარეთ, მაგრამ ჩვენ საკმაოდ უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს. ეს პიკია, რომელიც, წესით, მალე გადაივლის.

Posted by Tazo Kupreishvili on ოთხშაბათი, 09 ოქტომბერი, 2024

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფლორიდის მოსახლეობას მიმართა.

ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალი „მილტონი“ მესამე კატეგორიით ფასდება, ხალხმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს.

„არავინ უნდა დაიბნეს. კვლავ მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი, რომელიც გასული საუკუნის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ფლორიდაში“, – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ფლორიდის მოსახლეობას, რომ დაემორჩილონ ევაკუაციის ბრძანებას.

„ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე მილით გადაადგილება შეიძლება იყოს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ფოტო/ვიდეო: CNN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g