ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ინსტაგრამიდან გახდა ცნობილი.
ცოტა ხნის წინ წყვილმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ლიზას მუცელი ეტყობა.
„ჩვენ კვლავ ვიზრდებით“- დაწერა ლიზამ ინსტაგრამზე.
წყვილის გამომწერები ახალგაზრდა მშობლებს სასიამოვნო სიახლეს ულოცავენ: „ვაიმეე რამხელა ბედნიერებაა, ლიზა საოცარი გოგო ხარ“, „გილოცავთ, ძალიან მაგარია“, „ძალიან დიდ ბედნიერებას გისურვებთ, იმსახურებთ“, – უწერენ კომენტარებში.


