LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლი ალექსანდერმა სადებიუტო ალბომი დააანონსა

191
olly-alexander-polari

ოლი ალექსანდერი სადებიუტო სტუდიურ ალბომს გამოუშვებს.

აღსანიშნავია, რომ 34 წლის ინგლისელი არტისტი საკუთარი სახელით პირველ დისკს – Polari 7 თებერვალს წარადგენს და მის მხარდასაჭერად, ლიმიტირებულ ტურნესაც გამართავს. მარტსა და აპრილში, ის დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც იმღერებს.

ცნობისთვის, ოლი ალექსანდერის მუსიკალური კარიერა სტარტს იღებს 2010 წლიდან, როცა ის ამავე პერიოდში დაფუძნებული ბენდის – Years & Years ვოკალისტი გახდა. 2021-იდან, Years & Years მის სოლო პროექტად იქცა, რომელიც 2023-ში შეწყვიტა. ოლი ალექსანდერის სახელით, ის ფართო ასპარეზზე შარშანდელ ,,ევროვიზიაზე” გამოვიდა, სადაც სიმღერით – Dizzy გაერთიანებული სამეფო წარადგინა და 25 ქვეყანას შორის, მე-18 ადგილი დაიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები