მალტაში ცოტა ხნის წინ გამქრალი ღირსშესანიშნაობის სანახავად კვლავ ასობით ტურისტი ჩაჰყავთ. “The Telegraph”-ის ცნობით, საუბარი კუნძულ გოცოზე მდებარე ლაჟვარდოვან ფანჯარაზეა, რომელიც მარტის დასაწყისში ჩამოინგრა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვიზიტორები მის ადგილას მაინც მიყავთ და იუნესკოს გამქრალი ძეგლის შესახებ უყვებიან. ამან ტურისტთა ნაწილი ძალიან გააღიზიანა და გაბრაზებულებმა კუნძულზე უარყოფითი შეფასებები დაწერეს. საქმე ისაა, რომ ფანჯრის ადგილას ამ მომენტში ცარიელი ზღვის მეტი აღარაფერია დარჩენილი, ამიტომ ექსკურსიის გამართვა არც თუ ისე სწორია.
გოცოს ადმინისტრაციის განცხადებით კი კუნძულზე სანახავი კიდევ ბევრი რამეა და ფანჯრის გაქრობით მის მიმართ ინტერესი არ უნდა დაიკარგოს.