LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილი: „უნდა იყო გამხდარი… აი, ვინ მოიგონა? ყველას მაინც ვერ მოეწონები…“

121
ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი საკუთარი თავის შეფასებისა და დაფასების თემაზე ახალ სტატუსს აქვეყნებს:

„ყველას მაინც ვერ მოეწონები.. ხომ ასეა? სულ ვცდილობთ ამას. სულ რაღაც ჩარჩოებს ვიგონებთ. უნდა იყო გამხდარი… აი, ვინ მოიგონა? ეგება და არ მინდა და არ მომწონს. უნდა გქონდეს დიპლომი, სასურველია იურიდიული, სამედიცინო ან კიდევ რამე მსგავსი… რატომ? იქნებ, მე ტექნიკუმი მომწონს, მინდა, ვიყო მკერავი ან მშენებელი, ვულკანიზაციაში მინდა მუშაობა, ბავშვობიდან მიტაცებდა ეს საქმე, ან ბალერინა მინდა ვიყო. იქნებ, მშენებელი?

ქალი უნდა იყოს საქმიანი!!! არა, ქალი უნდა იყოს მეოჯახე! დედა უნდა იყოს!!! ვერ შეთანხმდა სამყარო..

ამ დროს…

ყველას მაინც ვერ მოეწონებით… ამიტომ იყავით, ვინც ხართ და აკეთეთ, რაც თქვენ გულს უხარია. იმას, ვისაც მოეწონებით, მოეწონებით ნამდვილი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები