LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშვიდობით კეთილო ადამიანო… ადამიანები მოდიან, მიდიან, მაგრამ რჩება გზა, კვალი და საქმე დაწყებული…” – „გიგას ჰაბის” დამფუძნებელი გიგა აბულაძე გარდაიცვალა

1258
გიგა აბულაძე

„გიგას ჰაბის” დამფუძნებელი გიგა აბულაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას მისი ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ სოციალურ ქსელში. როგორც ცნობილია, გიგა მძიმე გენეტიკურ დაავადებას ებრძოდა.

გიგა აბულაძემ ცხოვრების ხარისხისა და ინდივიდუალური მხარდაჭერის სერვისების უზრუნველსაყოფად პროექტი „გიგას ჰაბი” დააფუძნა. მან საკუთარ თავზე გამოცადა ყველა ის გამოწვევა, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აწყდებიან, მას „გიგას ჰაბის” სახით სურდა სხვა ადამიანებსაც დახმარებოდა.

„შეუძლებელი არაფერია, მე ამის მთელი გულით მჯერა”, – ამბობდა გიგა აბულაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

სოციალურ ქსელში არ წყდება სამძიმრის წერილები. გიგა აბულაძის მეგობრები ამბობენ, რომ მისი ხსოვნისათვის „გიგას ჰაბი” უნდა დასრულდეს და ფუნქციონირება შეძლოს:

„ყოველ დღე ამტკიცებდა რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, ყოველდღე იბრძოდა თავისი ოჯახის და სხვა ადამიანების კეთილდღეობისთვის, სულ ცოტა დააკლდა დიდი ოცნების ასრულებამდე. ნათელში იყოს შენი სული მეგობარო…

ადამიანები მოდიან ადამიანები მიდიან, მაგრამ რჩება გზა, კვალი და საქმე დაწყებული , დაწყებული იმიტომ , რომ უნდა დასრულდეს …

ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს და სიმშვიდე მისცეს მისი სურვილის სისრულეში მოყვანით…

მისი ხსოვნისათვის ჰაბი უნდა დასრულდეს და ფუნქციონირება შეძლოს…

გიგა💔 ძალიან დამწყვიტე გული… მშვიდობით კეთილო ადამიანო… ” – წერენ სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g