LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ჩვენ ამ არჩევნებზე მილიონზე მეტი ხმის მიღებას ვაპირებთ“

116
ირაკლი კობახიძე (1)

„საჯარო მოხელეების რესურსი და არც მათი ოჯახები არჩევნების მოგებას არ ეყოფა – დარწმუნდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი“, – ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას, „არის თუ არა საჯარო მოხელეების რესურსი ის, რისი იმედიც აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოსაგებად“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებზე „მილიონზე მეტი ხმის აღებას აპირებს“.

ბიძინა ივანიშვილი: „26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა, არჩევანი გავაკეთოთ – მონობასა და თავისუფლებას, უცხო ქვეყნების მორჩილებასა და სუვერენიტეტს, ომსა და მშვიდობას შორის“

„რაც თქვით, ტყუილია. ჩვენ ამ არჩევნებზე მილიონზე მეტი ხმის მიღებას ვაპირებთ. თქვენ შეგიძლიათ დათვალოთ, რამდენი საჯარო მოხელეა საქართველოში. რა თქმა უნდა, საჯარო მოხელეების რესურსი, არც მათი ოჯახები არჩევნების მოგებას არ ეყოფა.

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას – მმართველი გუნდი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში გაგრძელდეს

ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ სამართალდამცავ უწყებას მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ.

თქვენ თავად დარწმუნდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა პრემიერმა, მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის  ქვეყანაში არსებული კორუფციის შესახებ განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში „თუ სადმე კორუფციაა, ეს „ენჯეოების“ სექტორია“.

ირაკლი კობახიძე: „ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის გარდამტეხი ცვლილება, რომელსაც საქართველომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის, ევროინტეგრაციის, უსაფრთხოების და მრავალი სხვა მიმართულებით მიაღწია“

„სინამდვილეში, თუ სადმე კორუფციაა, ეს არის „ენჯეოების“ სექტორი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც მათ არ სურთ საკუთარი ფინანსების გასაჯაროება, არის ის, რომ „ენჯეოების“ სექტორში აღვირახსნილი კორუფციაა. რაც შეეხება მთავრობის საქმიანობას, პირადად მე ამ თვეების განმავლობაში, რაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა, არაერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღე კორუფციის პრევენციისთვის.

ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რაზეც პარლამენტის სხდომაზე ვისაუბრე, როცა მთავრობა მტკიცდებოდა. ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ქვეყნების სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება. ამ მიზანს ბოლომდე მივყვებით“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები