ესთეტიკის გასაღები – მყარი და რბილ ქსოვილოვანი დეფექტების როლი დენტალურ იმპლანტაციაში – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ სტომატოლოგიური კლინიკის „ენამელის“ ყბა-სახის ქირურგმა, სამხრეთ კორეული იმპლანტის MEGAGEN სამედიცინო წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი რაქვიაშვილმა ისაუბრა.
რას ნიშნავს მყარ და რბილ ქსოვილოვანი დეფექტები?
ეს არის ერთ-ერთი პოპულარული თემა. პირის ღრუ კავშირშია ესთეტიკასთან და ყველა დანაკლისი კბილი იწვევს პრობლემას პაციენტებში. მყარი და რბილ ქსოვილოვანი დეფექტებს, კბილების დაკარგვის შემდეგ, თუ ეს მიზეზი იყო მაგალითად, ანთებითი პროცესები, საბოლოოდ ვიღებთ მყარი და რბილ ქსოვილოვანი დეფიციტებს, ანუ არასაკმარისი ძვლის არსებობას თავის რბილ ქსოვილებთან, ღრძილთან ერთად. ამ დროს უნდა მოხდეს სწორად დაგეგმა. სილამაზეს ქმნის კბილ-ღრძილოვანი შეერთებები. ჩვენ უნდა მივიღოთ საბოლოო რეზულტატი ესთეტიკის ზონაში.
რას უშლის ხელს აღნიშნული დეფექტები?
რაც უფრო ნაკლებად იქნება რბილი და მყარი ქსოვილების დეფიციტი, მით მეტია პრობლემა, არ იქნება სიმეტრიულად გადანაწილებული რბილი ქსოვილების და ღრძილების შეერთება, ასევე კვებისა და საუბრის დროს წარმოიქმნება პრობლემები.
მოდით ჩამოვთვალოთ ეტაპები, რაც უნდა გაიაროს პაციენტმა… პირველ რიგში პაციენტი როცა დაინახავს, რომ კბილი აკლია ან აქვს ცუდ მდგომარეობაში, მიდის ექიმთან კონსულტაციაზე, ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება, სადაც ხდება რბილი და მყარი ქსოვილების შეფასება. ექიმმა კონსულტაციაზე 3D ტომოგრაფიის დახმარებით უნდა განსაზღვროთ, რა მდგომარეობასთან აქვს საქმე, თუ აქვს დეფიციტი რბილი და მყარი ქსოვილების, ეს მოიცავს თავის რიგ პროცესებს, რეაბილიტაციის პერიოდის გავლას… არის საკმაოდ ფაქიზი მანიპულაციები და უნდა მოხდეს რეკომენდაციების შესრულება, შემდეგ გვაქვს მოლოდინის პერიოდი, რადგან ნებისმიერი ქსოვილის აღდგენას აქვს ფიზიოლოგიური ციკლი, რასაც ვერ დავაჩქარებთ. საშუალოდ 6 თვის მოლოდინის რეჟიმზეა საუბარი.