ბაია დავითაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც მისი დაზიანებული მანქანაა ასახული. ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, რომ მეგობართან მისულმა მანქანა დააყენა და ჩამოსულს ასეთი ვითარება დახვდა, მან პატრული გამოიძახა და დამნაშავეც იპოვეს.
„გუშინ ვიღაც ცხოველმა დამილეწა მანქანა; ამხანაგთან ვიყავი და მის პარკინგზე გავაჩერე. გამოვიძახე პატრული და ეგ ტიპი ვიპოვეთ. ჩემი იყო ეს ადგილიო, გამოგვიცხადა (!). დავრჩი ამ სიცხეში უმანქანოდ, სანამ გამიკეთებს…“