LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Seat-ის ახალი ქროსოვერის სახელზე 9 ნახევარფინალისტი შეირჩა

35

კომპანია Seat-მა 130 000 მიღებული ვარიანტიდან მხოლოდ 9 სახელი შეარჩია. ბრენდის ახალი ქროსოვერის სახელწოდების შესარჩევად ავტომწარმოებელმა კონკურსი ივნისში გამოაცხადა.

კონკურსის ნახევარ ფინალში შემდეგი სახელები გავიდნენ: Abrera, Alboran, Aran, Aranda, Avila, Donosti, Tarifa, Tarraco და Teide. ამის შემდეგ კი კომპანიის კლიენტებმა, რომლებიც სპეციალურმა ფოკუს ჯგუფმა შეარჩია, მოწონებულ სახელს ხმა უნდა მისცენ. ლიდერთა სამეული ფრანკფურტის ავტოსალონზე, სექტემბერში გამოვლინდება.

ფინალისტების დასახელების შემდეგ, 12-დან 25 სექტემბრამდე ნებიმისმიერ მსურველს შეეძლება სასურველ ვარიანტს მისცეს ხმა, გამარჯვებული სახელი 15 ოქტომერს დასახელდება და სწორედ ამ სახელს მიიღებს Seat-ის ახალი ქროსოვერიც.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველსს შეძლო. მთავარი პირობა ის იყო, რომ სახელი სხვადასხვა ენაზე მარტივად გამოსათქმელი და ესპანურ გეოგრაფიასთან უნდა ყოფილიყო კავშირში. სულ საკუთარი ვერსია მსოფლიოს 106 ქვეყნის მოქალაქეებმა გააგზავნეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები