LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, ვთხოვე შეხვედრა – ჩემგან პრობლემა აღარ არის და მზად ვარ შესახვედრად“ – ბიძინა ივანიშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ მასსა და აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შორის შეხვედრა გაიმართება

128
ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შორის არჩევნების შემდეგ შეხვედრა გაიმართება, –
ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, სინგაპურში სასამართლო დავის მოგების შემდეგ, მას ამერიკის ელჩთან ჰქონდა კომუნიკაცია და შეხვედრა მოითხოვა.

„როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა კრედიტ სუისმა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია, ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო, რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც ძალიან ჯანსაღი რეაქცია იყო, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას“- აღნიშნა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g