LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საპატიო თავმჯდომარესაც აგიჟებენ, იმ დონემდე მიიყვანეს, რომ უხარია ამერიკის ელჩმა შეხვედრა რომ დაუნიშნა… ყოჩაღ! ყოჩაღ! ძალიან მაგარი პროგრესია! თუ ასეთი ტემპით იარეს, პროვინციალიზმის ჭაობში დაგვტოვებენ“ – გიორგი გახარია

128
გიორგი გახარია

„მათ [„ქართულ ოცნებას“] საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა საგარეო პოლიტიკაზე. აზრზე არ არიან, როგორ იმართება საგარეო პოლიტიკა. იმ საპატიო თავმჯდომარესაც აგიჟებენ. იმ დონემდე მიიყვანეს, რომ უხარია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ორი თუ სამი კვირის შემდგომ შეხვედრა რომ დაუნიშნა და ბედნიერია. ისეთი ბედნიერია, რომ გამოვიდა ტელევიზიაში და საყოველთაოდ გვამცნო, აი, სიტუაციას ვალაგებო“ – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს წარმოდგენა არ აქვს საგარეო პოლიტიკაზე.

გახარიას განცხადებით, თუ ხელისუფლებამ ასეთი ტემპით იარა, „პროვინციალიზმის ჭაობში დაგვტოვებენ“:

„მათ [„ქართულ ოცნებას“] საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა საგარეო პოლიტიკაზე. აზრზე არ არიან, როგორ იმართება საგარეო პოლიტიკა. იმ საპატიო თავმჯდომარესაც აგიჟებენ. იმ დონემდე მიიყვანეს, რომ უხარია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ორი თუ სამი კვირის შემდგომ შეხვედრა რომ დაუნიშნა და ბედნიერია. ისეთი ბედნიერია, რომ გამოვიდა ტელევიზიაში და საყოველთაოდ გვამცნო, აი, სიტუაციას ვალაგებო.

რომ გესმოდეთ, თუ რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა, „ქართული ოცნებისთვის“ ეს ბევრად უფრო მძიმე სცენარი იქნება. იმიტომ, რომ საგარეო პოლიტიკაში რესპუბლიკელებს უფრო მკაცრი მიდგომები ახასიათებთ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დემოკრატიის ფუნდამენტური ფასეულობები და ამასთან ერთად, უსაფრთხოების საკითხები დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს.

ამიტომ, ის, რომ ვიღაცა ტრამპის გამარჯვებას ელოდება, არის უბრალოდ მითი, რომელსაც ცდილობენ, რომ „ოცნების“ რიგით ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს მიყიდონ. ზუსტად ამ რიგითი ამომრჩევლებისთვის და მხარდამჭერებისთვის იყო განკუთვნილი საპატიო თავმჯდომარის განცხადებაც, რომ თურმე ელჩთან არჩევნების შემდგომ შეხვედრის პერსპექტივა გაჩნდა.

ბედნიერია ამით, მერე პრემიერიც ამას გამოეხმაურა, რა მაგარი პროგრესი გვაქვსო. ყოჩაღ! ყოჩაღ! ძალიან მაგარი პროგრესია! თუ ასეთი ტემპით იარეს, ევროკავშირში კი არ მოგვიყვანენ, პროვინციალიზმის ჭაობში დაგვტოვებენ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები