LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple ახალი სმარტვოჩის წარმოებაზე მუშაობს

16

Apple ისეთი საათის გამოშვებაზე მუშაობს, რომელსაც iphone-თან კავშირი აღარ დაჭირდება.ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ახალი მოდელის საათი პირდაპირ LTE-ით მობილურს დაუკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიამ მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროპის პროვაიდერებთან უკვე დაიწყო.

Apple-ი ასეთ საათზე 2015 წლიდან მუშაობს, თუმცა პროდუქტი გაყიდვაში ჯერ არ ჩაშვებულა. ბოლო მონაცემების მიხედვით, Apple-ის ბოსის ტიმ კუკის თქმით, სმართვოჩი მსოფლიო ბესტსელერი აღმოჩნდა. თუმცა ფართო ბაზარზე, ვაშინგტონის სტრატეგიების ანალიზის თანახმად, Apple ჩინურ ფირმას Xiaomi-ს და San Francisco-ს დაფუძნებულ Fitbit-ს ჩამორჩება.

თავდაპირველი შეხედულების მიხედვით, Apple ფუფუნების მოწყობილობად მიიჩნეოდა, ბოლო დროს კი კომპანიამ ყურადღება საათის ფიტნეს შესაძლებლობებზე გაამახვილა. შეშფოთებას მხოლოდ საათის ბატარეა იწვევს. როგორც ირკვევა, საათის ენერგიის გამძლეობისთვის ის მაინცდამაინც iphone-თან უნდა იყოს დაკავშირებული. Bloomberg-ის ინფორმაციის თანახმად, ახალი აპარატის მოდემი Intel-ის მიერ იქნება წარმოებული.

აღნიშნულ საკითხზე კომპანია Apple BBC-ის ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აძლევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები