LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2431
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:48-დან 10:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ყურადღებით მიადევნეთ თვალი დღეს განვითარებულ მოვლენებს. არ ღირს პროვოკაციებს აყოლა, მოერიდეთ რისკს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობას.

მოთმინებით დაელოდეთ პოზიტიურ ცვლილებებს.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი მზრუნველობა და ყურადღება პარტნიორის მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შეძენისთვის, ახალი სამსახურის მოძიებისა და ახალი თანამდებობის დაკავებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ხელშეკრულებების და ფინანსური გარიგებების გაფორმება, მცენარეების დარგვა და გადარგვა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა თვალების სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ზედმეტი საკვების მიღებისგან, რადგან ორგანიზმი თვითგანწმენდის რეჟიმზეა გადასული. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებს თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები