LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განო გერლიანი: „როდესაც ლუკა გავიცანი, იმ წუთში ვიცოდი, რომ ის ჩემი ქმარი იქნებოდა. მომენტი, როცა ლუკას ვიცნობდი და მის მიმართ გრძნობა არ მქონოდა, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა…“

413
განო გერლიანი

მისი გაუბედაობა ხშირად ყოველგვარ ზღვარს სცდება. რომანტიკული პარტნიორია. ყოველთვის სჭირდება გვერდით ჰყავდეს ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერს ყველა წამოწყებაში და აუმაღლებს თავდაჯერებულობას”, – ასე ახასიათებენ ასტროლოგები თხის წელში დაბადებულ ადამიანებს, ეს კი მსახიობ განო გერლიანის ზოდიაქოს ნიშანია. მსახიობია ასტროლოგიასთან დაკავშირებით ჟურნალ „გზის“ კითხვებს პასუხობს.

– „მისი გაუბედაობა ხშირად ყოველგვარ ზღვარს სცდება”.

– მართალია, გამბედაობა მაკლია. კარგი იქნებოდა, მეტად გაბედული გადაწყვეტილებები მიმეღო, თუმცა ახლა რომ დავფიქრდი, იმის თქმაც შემიძლია, რომ ჩემი გაუბედაობით ჯერ კისერი არ მომიტეხია.

– ალბათ კონკრეტული გადაუდგმელი ნაბიჯების გამო, სინანული გქონია.

– კი, თუნდაც რაღაც პროექტზე კასტინგი რომ იყო გამოცხადებული, გავიგე და არ წავედი. ჩემი თავი იმ როლში ვერ დავინახე. ვთვლი, რომ მაინც უნდა მეცადა. ყოფილა მომენტები, როცა საკუთარი თავისთვის შანსიც არ მიმიცია და ამას ახლა ძალიან ვნანობ. ამ მხრივ საკუთარ თავზე სულ ვმუშაობ. ლუკასთან ურთიერთობა რომ დავიწყე, არ შემეძლო, მის წინაშე მეთამაშა, თუნდაც ფოტოსესია მქონოდა. მერჩივნა, ლუკა იქ საერთოდ არ ყოფილიყო. ჩემთვის ეგ ყველაზე რთული დილემა იყო. არადა, გავიდა დრო და მივხვდი, თურმე ეს რამდენად მარტივი ყოფილა და როგორ ვართულებდი. ლუკა ყოველთვის ყველაფერში მეხმარება. ვფიქრობ, ის საუკეთესო ფსიქოლოგია.

– როდესაც თქვენი ურთიერთობა დაიწყო, ზოდიაქოს ნიშნების თავსებადობით რამდენად დაინტერესდით?

– როდესაც ლუკა გავიცანი, იმ წუთში ვიცოდი, რომ ის ჩემი ქმარი იქნებოდა. მომენტი, როცა ლუკას ვიცნობდი და მის მიმართ გრძნობა არ მქონოდა, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა. ლუკა 30 სექტემბერს არის დაბადებული, მე – 2 ოქტომბერს, ორივე სასწორი ვართ, მაგრამ ლუკა საერთოდ არ ჰგავს სასწორს. ის ძალიან ჩამოყალიბებული ადამიანი. ზუსტად იცის, რა უნდა, სად უნდა და ა.შ. მე მისგან სრულად საპირისპირო ვარ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები