LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაძლია დუეტმა „ლეონმა“ ფინანსური კრიზისი: „ორივეს ერთდროულად გვქონდა კრიზისი, ერთად შევედით ჩიხში. რის გამო მოხდა ეს, ორივემ ვიცოდით…“

259
დუეტი ლეონი

დუეტ „ლეონის“ წევრი, ლევან წვერავა ფინანსებისა და ფულის თემაზე ჟურნალ „სარკის“ კითხვებს პასუხობს.

როგორც ის ამბობს, ჰქონია ფინანსური კრიზისი, მაგრამ მეუღლესთან ერთად გადაულახავს:

ფული ერთ-ერთი უმთავრესია. მოდი, გულწრფელად ვთქვათ, რომ უფულობამ შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა შეგიქმნას ნებისმიერ ურთიერთობაში. ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა მომენტები, როცა ფინანსური კრიზისი მქონია. ზუსტად მახსოვს, რას ვგრძნობდი მაშინ და ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. აქედან გამომდინარეობს ჩემი მიზანიც, გამოიჩინო გონიერება და ბევრი იშრომო იმისთვის, რომ საჭირო თანხა გამოიმუშაო.

უფულობის გამო შეიძლება სიყვარულიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, გაქრეს?

რასაკვირველია, შეიძლება. ჩვენს შემთხვევაში ეს არ ყოფილა. ღმერთმა გვაშოროს! ორივეს ერთდროულად გვქონდა კრიზისი, ერთად შევედით ჩიხში. რის გამო მოხდა ეს, ორივემ ვიცოდით და გამოსავლის ძებნა დავიწყე. როცა ადამიანი ჯანმრთელი ხარ და იცი, შეგიძლია, რაღაც-რაღაცები გააკეთო, ეს იმედი გაძლიერებს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები