LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიელები დიზელზე უარს ამბობენ, რათა მავნე გამონაბოლქვი შეამცირონ

115
ავსტრიელები დიზელზე უარს ამბობენ, რათა მავნე გამონაბოლქვი შეამცირონ

2024 წლის პირველ ნახევარში ავსტრიელებმა დიზელის საწვავის მოხმარებას უკლეს. ამ გზით მათ მავნე გამონაბოლქვი თითქმის 350 ათასი ტონით შეამცირეს.

ნაციონალური სატრანსპორტო კლუბის ინფორმაციით, ავსტრიელებმა ავტომობილებში 5%-ით ნაკლები დიზელი ჩაასხეს, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

გარდა ამისა, წელს ავსტრიაში 33 ათასით მეტი ელექტრომობილი იყიდეს, ხოლო დიზელის ავტომობილების რიცხვმა 53 ათასით იკლო.

გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს ავსტრიაში ტრანსპორტმა გარემო 19,8 მილიონი ტონა აირით დააბინძურა. 2022 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 20,6 მილიონი ტონა იყო, ხოლო 2021 წელს – 21,6 მილიონი. თუკი ეს ტრენდი მომავალშიც შენარჩუნდება, წელს გამონაბოლქვი 19 მილიონ ტონაზე მეტი არ უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ ევროპაში ჰაერის დაბინძურებაზე ძირითადად ტრანსპორტია პასუხისმგებელი და ავტომობილზე მთელი ბრალეულობის 70% მოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები