LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საერთოდ არ მინდოდა ამაზე აქცენტის გაკეთება, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე იმდენმა ადამიანმა დამირეკა.. ძალიან შეეშინდათ, არ ვიცი რომელი ავადმყოფის ტვინში მოიხარშა ეს ყველაფერი“ – ჯაბა კილაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

291
ჯაბა კილაძე

მსახიობი ჯაბა კილაძე მის შესახებ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციაზე ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„ძვირფასო მეგობრებო, საერთოდ არ მინდოდა ამაზე აქცენტის გაკეთება, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე იმდენმა ადამიანმა დამირეკა.. ძალიან შეეშინდათ. კარგად და მშვიდობით ვარ. სამწუხაროდ ისეთ რთულ დროში ვცხოვრობთ, რომ ფეიკი ყველაზე მაღლა დგას და დიდი იმედი მაქვს, დადგება დღე, როდესაც ეს ყველაფერი კანონით დარეგულირდება და ამდენ საზიზღრობას აღარ ექნება ადგილი.

სხვა რა უნდა ვთქვა, თუ შეგხვდათ ეს გვერდი, დაარეპორტეთ, არ ვიცი რომელი ავადმყოფის ტვინში მოიხარშა ეს ყველაფერი, ან რა მიზანი აქვთ, ალბათ ნახვები რომ ჰქონდეთ.. ყველაფერს კადრულობენ, ჩვენ არ ვიკადროთ ყველაფერი, უბრალოდ დავარეპორტოთ და არ ავყვეთ ფეიკს. ძალიან მძიმე და რთულ დროში გვიწევს ყოფნა, იმედია, სწორედ და კარგად დალაგდება“, – ამბობს ჯაბა კილაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები