LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: „რაც ახლა ხდება რეგიონებში ხალხის მობილიზებულად, თვითორგანიზებულად, მოტივირებულად და ენთუზიაზმით წასვლის კუთხით – არ აქვს ანალოგი“

136
ნიკა მელია

„რაც ახლა ხდება რეგიონებში ხალხის მობილიზებულად, თვითორგანიზებულად, მოტივირებულად და ენთუზიაზმით წასვლის კუთხით – არ აქვს ანალოგი“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს და არჩევნებში მონაწილეობისთვის, რეგიონებში გადაადგილების გამარტივების მიზნით მოქალაქეების ინიციატივას ეხმიანება.

ნიკა მელიას განცხადებით, „ახლა ხალხი უახლესი ისტორიის უაღრესად ოპტიმისტურ, პოზიტიურ, სიმართლითა და ღირსებით აღსავსე ფურცელს წერს“.

„არ იღლებიან, შექმნილ დაბრკოლებებს გამოწვევად იღებენ და სიხარულით ლახავენ.

ვინც თბილისში რჩება – ზოგი მანქანას ეძებს მიმავალი ხალხისთვის, ზოგი მძღოლს, ზოგი ბენზინს უსხმას – ამ ხალხს რა ძალა გააჩერებს.

თუ რამე გვაკლდა აქამდე ქართველებს, ერთი წვეთი ან ნაბიჯი თუ გვაკლდებოდა – ორგანიზება და თანმიმდევრულობა იყო.

გვაქვს არჩევნები, გვაქვს არჩევანი და გვაქვს ნება და ჩანს უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

რაც ახლა ხდება რეგიონებში ხალხის მობილიზებულად, თვითორგანიზებულად, მოტივირებულად და ენთუზიაზმით წასვლის კუთხით – არ აქვს…

Posted by Nika Melia on პარასკევი, 25 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები