LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს საქართველო გაიმარჯვებს!“ – გიორგი გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა

237
Untitled design

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ და ძალიან მინდა, რომ ამ არჩევნების შემდეგ არავინ დარჩეს დამარცხებული. მე დარწმუნებული ვარ და ძალიან მინდა, რომ შევძლოთ ისე ავმაღლდეთ ჩვენს დაპირისპირებაზე, რომ ამ არჩევნების შემდეგ არ იყოს შურისძიება და ყველა მხარე შეთანხმდება იმაზე, რომ თავისუფალი, დემოკრატიული სამართლიანი არჩევნები არის ყველასთვის გამოსავალი. ეს არის გზა, საითაც ეს ქვეყანა 30 წელი მიდის“, – აცხადებს გიორგი გახარია.

ცნობისათვის, დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს – ამომრჩევლებმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყეს.

პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ტარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.

„ხმა მივეცი ახალ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22 წლის წინ“ – საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge

„ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის“ – ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა

შალვა პაპუაშვილი: „დღეს არის არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები