კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც საკუთარი არჩევანი გააკეთა. მან მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ხმა მისცა საქართველოს ევროპაში ყოფნას და ქვეყანაში რეალურ ალტერნატივას.
მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი „თავისუფლებისკენ, ევროპისკენ და სტაბილური მშვიდობისკენ იქნება გადადგმული“
„ხმა მივეცი რეალურ ალტერნატივას ამ ქვეყანაში, იმ პერიოდის დაწყებას, როცა დაიწყება ნამდვილი რეფორმები ამ ქვეყანაში, როცა ჩვენ ვიქნებით ევროპის ნაწილი, ძლიერად წარმოდგენილი თავისუფალ სამყაროში და დაიწყება ძირეული ცვლილებები ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისათვის.
ჩემი მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ემიგრაციიდან დაწყებული ჟურნალისტებით ან ნებისმიერი ადამიანით დამთავრებული, ვისაც წელს პირველად მოუწევს ხმის მიცემა. ყველად დიდი მადლობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მიერ გაკეთებული არჩევანი იქნება თავისუფლებისკენ, ევროპისკენ, სტაბილური მშვიდობისკენ და რაც ყველაზე მთავარია, რეალური ალტერნატივისკენ.
საარჩევნო უბნებზე არსებული რიგები იმის მანიშნებელია, რომ 12 წლიანი მმართველობა ყველას კისერში ამოუვიდა. ტყუილების კასკადი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. მოქალაქეებმა გააცნობიერეს, რომ მათი ჩართულობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.