მოდელი თინათინ ნატროშვილი, რომელიც გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, არჩევნებში მონაწილეობისთვის ქალაქ ფრანკფურტში გაემგზავრა.
„გზად. ბავშვები გზადაგზა „მივყარ-მოვყარეთ”, სულ უმცროსი კი, თან მოვიკიდეთ. ერთად გავივლით რამდენიმე ასეულ კილომეტრს!
დღეს ხელი არაფერმა არ უნდა შეგვიშალოს!
დაბრკოლებად არაფერი უნდა იქცეს!
ყველანი არჩევნებზე! ” – წერს თიკო ნატროშვილი სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით კი თიკომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რამხელა რიგია საარჩევნო უბანზე გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში.
ცნობისათვის, დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს – ამომრჩევლებმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყეს.
პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ტარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.