LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „რაც ჩვენს ოფისში ხდებოდა, ნათლად აჩვენებს თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ – ივანიშვილს მივმართავ, ვერ შეგვაშინებ, ვერ გაგვტეხ, ვერ გაგვაჩერებ, რამდენიმე საათში დასრულდებით!“ – სოფო ჯაფარიძე

173
ნაციონალური მოძრაობის ოფისი

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან ხმაური იყო. 10-მდე პირი პარტიის ტერიტორიაზე მივიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„რაც ჩვენს ოფისში ხდებოდა, ნათლად აჩვენებს თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“, არიან შეშინებულები“, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ და აღნიშნა, რამდენიმე საათი დარჩა, რომ ქვეყანამ ამოისუნთქოს.

„ეს რაც ჩვენს ოფისში ხდებოდა, ნათლად აჩვენებს თუ რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“, არიან შეშინებულები და აგრესიაზე არიან გადასულები, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ. ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, ვერ შეგვაშინებ, ვერ გაგვტეხ, ვერ გაგვაჩერებ, დიახ, რამდენიმე საათში დასრულდებით, რამდენიმე საათში დასრულდება თქვენი დრო და ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ შვებით ამოისუნთქებს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს, 30-მდე პირი დაესხა თავს. მათ ადგილზე პარტია „ქართული ოცნების“ დროშები აქვთ მოტანილი.

ჯგუფი, რომელიც კოალიციის ოფისის ტერიტორიაზე შევიდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიტიკური მოძრაობის წევრს.

ფოტო/ვიდეო: რადიო „ფორტუნა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g