ხმების 99 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ, პროგნოზებით, „ქართული ოცნება“ უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს და მოიპოვებს 54 პროცენტს, ანუ 90 მანდატს 150-ადგილიან პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს არის მკაფიო ნიშანი ოპოზიციისთვის.
„მინდა, მივულოცო ყველა ჩვენს ერთგულ მხარდამჭერს და მთელ საქართველოს „ქართული ოცნების“ საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
After counting over 99 percent of the votes, Georgian Dream is predicted to win up 54 percent or up to 90 seats in the 150-seat Parliament, getting ahead with 44 percent of the closest rival.
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) October 27, 2024
The writing on the wall is there for the opposition.
I want to congratulate all our… pic.twitter.com/nsooUecLws