LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: „აღვირახსნილი, რუსული სპეცოპერაცია, „ფეესბეშნიკურ კაგებეშნიკური“ ჩაატარეს და უნდათ ვუთხრათ, რომ კი ბატონო, ვაღიარებთ [არჩევნების ლეგიტიმურობას] – არავითარ შემთხვევაში! ახლა გადამწყვეტი ბრძოლა იწყება…“

156
ალეკო ელისაშვილი

„უნდათ, რომ ორი მუჭა ნაცარი თვალებში შემოგვაყარონ, თავი დავუხაროთ და ვუთხრათ, რომ კი ბატონო, ვაღიარებთ [არჩევნების ლეგიტიმურობას]. არავითარ შემთხვევაში! მინდა ყველა გავამხნეო, ჩვენ ძალიან მხნედ ვართ. ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება“ – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა გადამწყვეტი ბრძოლა იწყება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც გამარჯვებამდე მივა.

ცესკო: „წინასწარი შედეგების მიხედვით „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.93%-ით ლიდერობს – 3111 უბნიდან დათვლილია 3109 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.936%-ს შეადგენს“

ელისაშვილის განცხადებით, ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება.

მისივე თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები დანარჩენ ბარიერგადალახულ პარტიებთან და პრეზიდენტთან:

„უპირველესად, მინდა ყველას მივმართო, ვინც ცოტა დათრგუნულია, ცოტა გული გაებზარა და ყურები ჩამოყარა – ღმერთია მოწამე, რომ ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ვცდილობდით ევროპულად, ადამიანურად წარგვემართა კამპანია. ვსაუბრობდით სამუშაო ადგილებზე, ანაკლიის პორტზე, პენსიის ათას ლარამდე გაზრდაზე, ევროკავშირისკენ სვლაზე.

ერთი მავნებლობა არ ჩაგვიდენია, ხელი ერთი არაფერზე არ გაგვცდენია, პატიოსნად, წესიერად ვატარებდით ამ კამპანიას, მაგრამ თავზე გადაგვახიეს ეს ყველაფერი. აღვირახსნილი, რუსული სპეცოპერაცია, „ფეესბეშნიკურ კაგებეშნიკური“ ჩაატარეს და უნდათ, რომ ორი მუჭა ნაცარი თვალებში შემოგვაყარონ, თავი დავუხაროთ და ვუთხრათ, რომ კი ბატონო, ვაღიარებთ [არჩევნების ლეგიტიმურობას].

არავითარ შემთხვევაში! მინდა ყველა გავამხნეო, ჩვენ ძალიან მხნედ ვართ. ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება. რა ვქნათ, ეს არის ჩვენი ბედისწერა. გითხარით, სხვაგვარად გვინდოდა და არ მოგვცეს ამის საშუალება. ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება. ამ ბრძოლისთვის მზად ვართ, თავგანწირვისთვის მზად ვართ, იმიტომ, რომ ჩვენ უკან დგას საქართველო.

უკან დასახევი არა გვაქვს! ჩვენგან მეტ ჟინს მოითხოვს საქართველო. ამის ჟინიც გვაქვს, ენერგიაც, სურვილიც. კონსულტაციები გვაქვს დანარჩენ ბარიერგადალახულ პარტიებთან, პრეზიდენტთან. უამრავი აზრი გვაქვს. არავითარ შემთხვევაში არავინ გაბედოს ხელების ჩამოყრა, ახლა გადამწყვეტი ბრძოლა იწყება ჩვენი ქვეყნისთვის და ამას აუცილებლად გამარჯვებამდე მივიყვანთ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„არავინ გული არ გაიტეხოს, არაფერი დამთავრებული არ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას… არავის, არ არცერთ ადამიანს, რომელიც აქ ჩანერგილია, რომ ამ ქვეყნის კურსი შეცვალოს, ბიძინა ივანიშვილის თამადობით, ვაფრთხილებთ მას, ეს არ გაუვა“ – მამუკა ხაზარაძე

„ივანიშვილმა მოქალაქეების ნებაზე იძალა – ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის თითოეული ხმის დაცვის დრო ყველა ხერხით – ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის ფორმებს“ – გიორგი გახარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g