იტალიურ ღირსშესანიშნაობებს დამცავი ღობეები გაუკეთეს, მიზეზი – ბარსელონას ტერაქტია. გამოცემა „Independent”-ის ინფორმაციით, სიახლე რომს, მილანს, ბოლონიას, ტურინს და რამდენიმე სხვა ქალაქს შეეხო. მთავარი ტაძრები თუ სხვა ისტორიული ობიექტები ბეტონის გალავნებით შემოღობეს და გარდა ამისა, ქალაქის ქუჩებში პოლიციელთა რაოდენობაც ერთი-ორად გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა იტალიის ქუჩებში ათობით საეჭვო პიროვნებაც დააკავეს და ნაწილს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება მოუხდა. ბუნებრივია, სიახლე ტურისტებს სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის, თუმცა უსაფრთხოება ყველაფერზე მნიშვნელოვანია.