LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის 6 ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

159
9A8FA1B8B74610AFC8AF7F97538B3D4516DF8D857AD6F9E101pimgpsh_fullsize_distr-002

როდესაც იტალიაზე ფიქრობთ, პირველი თავში ალბათ ისეთი პოპულარული ქალაქები მოგივათ როგორიცაა – რომი, ვენეცია თუ ფლორენცია. თითოეული ეს ქალაქი მართლაც საოცარი ღირსშესანიშნაობების თავშეყრის ადგილია, თუმცა ამავდროულად ტურისტების ყველაზე მეტი კონცენტრაციაც აქვეა. მათი მონახულება თქვენს სამოგზაურო სიაშია ნამდვილად უნდა იყოს, თუმცა თუკი ხალხმრავლობისთვის თავის არიდება გსურთ, შედარებით ნაკლებად დაფასებული ქალაქების ნახვაც უნდა განიხილოთ.

ბოლონია
ბოლონია შეიძლება ადგილობრივებისთვის საკმაოდ ხმაურიანი ქალაქი იყოს, თუმცა ტურისტებს ნანატრი სიმშვიდე დახვდებათ. დასახლება უამრავ ულამაზეს ქუჩას, გემრიელ სამზარეულოს, უნიკალურ არქიტექტურას და ისტორიულ ძეგლებს გიმზადებთ.

სიენა
სიენას მონახულება ძალიან ჰგავს დროში მოგზაურობას და შუა საუკუნეების იტალიაში გასეირნებას, სადაც ყველაფერი ზუსტად ისეა შემონახული როგორც მისი შექმნის პირველ წლებში. სიენას ქუჩები სავსეა პაწაწინა ავთენტური რესტორნებით, განსაცვიფრებელი ღირსშესანიშნაობებით, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებით. დანიშნულების მონახულების დროს აუცილებელია ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნებაც.

ბარი
ეს პატარა, მაგრამ ისტორიული საპორტო ქალაქი ადრიატიკის ზღვასთან, უბრალოდ არ შეიძლება რომ გამოტოვოთ. ბარი სავსეა ვიწრო და ლამაზი ქუჩებით, სადაც დაკარგვა მხოლოდ დიდ სიამოვნებას მოგგვრით. ლაბირინთებში ხეტიალის დროს გადააწყდებით რომაულ ეკლესიებს, შუა საუკუნეების ელეგანტურ პიაცას. ბარი ცნობილია კლასიკური იტალიური კერძებით, ხორცით თუ ზღვის პროდუქტებით, ასევე უგემრიელესი ლიმონჩელოთი.

პარმა
თუკი გაინტერესებთ სად მზადდება ყველი პარმეზანი და პროშუტო – ამ პატარა და ულამაზესად აყვავებული ქალაქის მონახულება აუცილებელია. უსაყვარლეს დასახლებაში თითქმის არ არის მანქანები და გადაადგილება ფეხით ან ველოსიპედით შეგიძლიათ. პარმა სავსეა ასევე ტურისტული ღირსშესანიშნაობებით – ბოტანიკური ბაღებით, ციხესიმაგრეებით და ისტორიული ეკლესიებით.

კამპობასო
ქალაქი რომელსაც მოგზაურთა გეგმებში იშვიათად თუ შევხვდებით, არის პატარა დასახლება მოლისის რეგიონში, სულ რაღაც 52 ათასი მოსახლით. არადა უძველესი ქალაქი ყველაზე ავთენტურ ხელოვნებას, ისტორიას და საკვებს გთავაზობთ, რომელსაც ალბათ სხვაგან ვერ ნახავთ.

ტურინი
ძალიან ისტორიული და ძალიან ელეგანტური ქალაქი, რომელიც ოდესღაც ქვეყნის დედაქალაქი იყო, იდეალური დანიშნულებაა იტალიის ხელოვნებითა და კულტურით ტკბობისთვის. სამხატვრო გალერეების, ოპერის თეატრებისა და თეატრების სიმრავლის გამო, ტურინის მობეზრება თითქმის შეუძლებელია. ტურინი არის ასევე ყველასათვის საყვარელი ნუტელას სამშობლო და ამ გემრიელი დესერტის პატივსაცემად ყოველ წელს შოკოლადის ფესტივალიც კი ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები