LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი იტალიური დანიშნულებაა თაფლობის თვის გასატარებლად ყველაზე პოპულარული და რა ღირს?

115
Screenshot 2024-05-23 113309

კომპანია Amalfi Coast Tours-ის ექსპერტებმა საძიებო სისტემების მონაცემები გააანალიზეს და იტალიაში თაფლობის თვის გასატარებლად ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული დანიშნულება გამოავლინეს.

სიაში პირველ ადგილს რომი იკავებს. ქალაქში ცხოვრების საშუალო ღირებულება დაახლოებით 1461 დოლარია. ეს თანხა ივლისის თვეში ორი ადამიანის ერთი კვირით ცხოვრების სრულ ღირებულებას მოიცავს.

მეორე ადგილს სიცილია იკავებს. მის შემთხვევაში იგივე პირობებით ცხოვრების ღირებულება 620 დოლარი იქნება.

დაბოლოს, თაფლობის თვის გასატარებლად საუკეთესო დანიშნულებათა სამეულს კომო და სარდინია ასრულებენ.

მეოთხე ადგილზე ტოსკანაა. ხოლო იტალიის ერთ-ერთმა ყველაზე რომანტიკულმა ქალაქმა, ვენეციამ მხოლოდ მე-5 პოზიცია დაიკავა. ულამაზეს ქალაქში ერთი კვირის გატარების საშუალო ღირებულება 1277 დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები