LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული მრბოლელი, მიხაელ შუმახერი, რომელიც 95 დღე კომაში იყო, შვილის ქორწილში გამოჩნდა

668
ლეგენდარული მრბოლელი, მიხაელ შუმახერი, რომელიც 95 დღე კომაში იყო, შვილის ქორწილში გამოჩნდა

გასულ თვეს, მიხაელ შუმახერის ქალიშვილი ჯინა თავის რჩეულზე, იენ ბეტკეზე დაქორწინდა. ცნობილი გახდა, რომ კომიდან გამოსული ლეგენდარული მრბოლელი თავად იმყოფებოდა შვილის ქორწილში ძმასთან, რალფთან ერთად. ქორწილი ესპანეთის კურორტზე გაიმართა და ის მედიისთვის სრულად დახურული იყო. მეტიც, სტუმრებსა და ქორწილის მომსახურე პერსონალს ტელეფონების ჩაბარება მოუწიათ, რათა შემთხვევით ფოტო შუმახერისთვის არ გადაეღოთ.

შეგახსენებთ, რომ მიხაელ შუმახერი ბოლოს 2013 წელს გამოჩნდა. ლეგენდარული მრბოლელი სათხილამურო კურორტზე სრიალისას დაშავდა და 95 დღე კომაში იმყოფებოდა. ცნობილია, რომ ბოლო წლებია ის ესპანეთში, საკუთარ ვილაში ცხოვრობს.

ფოტო: მიხაელ შუმახერის ნივთების კოლექციას აუქციონზე გაყიდიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g