LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „დადუ და ბერუკა ბიძინა ივანიშვილთან ერთად“ – ბერა ივანიშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

300
ბიძინა ივანიშვილი

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გამართა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა მიმართა და თქვა, რომ „მზად არის მამას ნებისმიერ ბრძოლაში ბრმად გაყვეს“.

„სულ სხვანაირად აღვიქვი, თუ რას ნიშნავს, სამშობლოს სიყვარული. თუ რისთვის იბრძვის მამაჩემი ამდენი წელია. მინდა, რომ ჩემმა ბერუკამ და დადუმ და თითოეული თქვენგანის შვილებმა ერთიან და ძლიერ საქართველოში იცხოვრონ. ამისთვის არსებობს ერთი გზა, ამ გზას ჰქვია „ქართული ოცნება“ – თქვა ბერამ მას შემდეგ, რაც სცენაზე სიმღერა შეასრულა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბერა ივანიშვილი კვლავ საქართველოში იმყოფება და დროს ოჯახთან ერთად ატარებს. ოჯახური კადრები ბერამ „ინსტაგრამზე“ გაგვიზიარა.

ცნობისათვის, წლებია, რაც ბიძინა ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რო­ბენ. ბერა ივანიშვილი მე­უღ­ლეს­თან, ნანუკა გუდავაძესთან და შვი­ლებ­თან ერ­თად ბრა­ზი­ლი­ა­ში ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები